დღეს გადავხედე ჩემს მიერ შექმნილ პროდუქტებს, ჩეკლისტზე მოვნიშნე რა მაქვს გაკეთებული და რა მაქვს გასაკეთებელი, ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე. ფინალისკენ მივდივართ.
ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლებლებად იქცნენ,როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები, შევქმენი ძირითადი კითხვები სსსმ მოსწავლისთვის.
გავიარეთ ინტელის სასწავლო კურსი-პროექტებით სწავლება. ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, გამოვიყენეთ მზა რესურსები და შევქმენით რესურსები, მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობაში და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარები კოლედებს დიდი მადლობა ქალბატონ მარის ასეთი საინტერესო, კარგი ტრენინგისთვის.
Комментарии
Отправить комментарий