Сообщения

ტრენინგის რეფლექსია

გავიარეთ ინტელის სასწავლო კურსი-პროექტებით სწავლება. ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს, გამოვიყენეთ მზა რესურსები და შევქმენით რესურსები, მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ მუშაობაში და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარები კოლედებს დიდი მადლობა ქალბატონ მარის ასეთი საინტერესო, კარგი ტრენინგისთვის. 

მერვე დღის რეფლექსია

დღეს გადავხედე ჩემს მიერ შექმნილ პროდუქტებს, ჩეკლისტზე მოვნიშნე რა მაქვს გაკეთებული და რა მაქვს გასაკეთებელი, ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე. ფინალისკენ მივდივართ.

მეშვიდე სამუშაო დღის რეფლექსია

ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს  ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევუწყოთ ხელი მოსწავლეებს, რომ ისინი თვითრეგულირებად მსწავლებლებად იქცნენ,როგორ დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები, შევქმენი ძირითადი კითხვები სსსმ მოსწავლისთვის.

მეექვსე სამუშაო დღის რეფლექსია

გავეცანით შეფასების რუბრიკებს, განვიხილეთ სხვადასხვა სახის რუბრიკები და შევქმენით ჩვენი პროექტის შეფასების რუბრიკა

მეხუთე სამუშაო დღის რეფლექსია.

მეხუთე სამუშაო დღე ძალიან ნაყოფიერი იყო, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას, გამოყენებული ლიტერატურის შედგენას, ვიმუშავე ბუკლეთის შედგენაზე და გავაკეთე მოსწავლის ნაშრომი პოვერპოინტში.

მეოთხე სამუშაო დღის რეფლექსია

გავაგრძელეთ მუშაობა პროექტზე, გავეცანით შეფასების მეთოდებს და სტრატეგიებს. ეს მასალა გამოვიყენე ჩემს პროექტში. არა მარტო პროექტში მეოდებს და სტრატეგიებს გამოვიყენებ ზოგადად საგაკვეთილო პროცესში, ამ სამუშაო შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მესამე დღის რეფლექსია

მესამე სამუშაო დღე ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტზე, შევარჩიეთ თემა პროექტისთვის, შევარჩიეთ ამ თემისთვის სტანდარტი,მიზანი, გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. და ასევე გავაკეთეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების, რომელსაც გამოვიყენებ ჩემი პროექტისთვის.